Реклама
ბოლოს დამატებული
» » პაპიტოს ქართველმა შემსრულებელმა ინტერნეტი დაიპყრო – მსოფლიო მისების რჩეული „სეუს“ მოცეკვავეა – exclusive

პაპიტოს ქართველმა შემსრულებელმა ინტერნეტი დაიპყრო – მსოფლიო მისების რჩეული „სეუს“ მოცეკვავეა – exclusive

12-09-2016, 23:09
ავტორი: admin
ნანახია: 21 813
კომენტარი: 0

პაპიტოს ქართველმა შემსრულებელმა ინტერნეტი დაიპყრო – მსოფლიო მისების რჩეული „სეუს“ მოცეკვავეა – exclusive


ვიდეო რომელიც სოციალურ ქსელში პოპულარული გახდა, მსოფლიო კონკურსის „მის ადა მისტერ პლანეტა 2016“ ფარგლებში სასტუმრო „ინტურისტშია“ გადაღებული. მოცეკვავე, ტატო ხანთაძე კონკურსანტებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში სასტუმროში იყო დაბინავებული. მან და მისმა მეწყვილემ ანი მგელიაშვილმა ქართველ კონკურსანტს, თამო ჯიშკარიანს ცეკავა ლაზური დაუდგეს და შემდეგ პარტნიორობაც გაუწიეს, რომ ტაალანტების ტურში ნომერი სრულყოფილი გამოსულიყო.

ტატოც და ანიც „სეუს“ მოცეკვავეები არიან.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეს მხიარული ბიჭი ახლოს გაგვეცნო თქვენთვის.
– ტატო, დიდი მოწონება დაიმსახურა შენმა ვიდეომ, გვიამბე როგორ გაჩნდა ვიდეოს გადაღების იდეა?

– აბსოლიტურად სპონტანურად. აუზზე ვიყავით, ჩაირთო მუსიკა და მთელი ჩემი „მე“ დაეუფლა მას. იქ იყვნენ ჩემი მეგობრები, მათ შორის მარკუს მეტრეველი, რომელიმაც გადაიღო ვიდეო და ატვირთა თავის ფეისბუქგვერდზე. ასეთ გამოხმაურებას არ ველოდი. ძალიან პოზიტიური კომენტარები წავიკითხე. მიხარია, რომ მოეწონათ.

– რამდენი წლიდან ცეკვავ და რა ანსამბლები გამოიარე დღემდე?

– ბათუმელი ვარ და შესაბამისად ცეკვა „აჭარის სახელმწიფო ანსამლში“ დავიწყე. ახლა „სეუს“ მოცეკვავე ვარ. 17 წელია ამ საქმეს ვემსახურები და ძალიან მიყვარს. ვცხოვრობ და ჩემთან ერთად ჩემში ცხოვრობს ცეკვა. როგორც თევზს წლის გარეშე, ისე მე ცეკვის გარეშე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება.

– პროფესიით ვინ ხარ?

– საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში ვასწავლობ, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, მეოთხე კურსისის სტუდენტი ვარ.

– ისევე როგორც ინტერნეტში, მსოფლიოს მისების ყურადღების ცენტრშიც აღმოჩნდით. ალაბათ თაყვანისმცემლებიც გამოგიჩნდათ ამ ერთი კვირის განმავლობაში… გაცვალეთ უკვე კონტაქტი რომელიმე ლამაზმანთან?

– საინტერესო კითხვაა (იცინოს). ჩემი თაყვანისმცემლები და მეგობრები მიჩვეულები არიან ასეთ კადრებს ჩემგან, მოწონებასაც იმსახურებს ჩემი ვიდეოები. ახლებზე ჯერ-ჯერობით ვერაფერს გეტყვით.

– გოგონებს რომლებიც ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ მოხიბლული არიან შენით, ბუნებრივად გაუჩნდებათ კითხვა, არის თუ არა დაკავებული პაპიტოს ქართველი შემსულებელი. რას ეტყვი მათ?

– პირადზე საუბრით თავს არ მოგაწყენთ. ერთს გეტყვით მხოლოდ, დიახ, დაკავებული ვარ.

ნინო მჭედლიშვილიскачать dle 10.6фильмы бесплатно


თუ მოგეწონა სტატია დააჭირე დაბლა რეკლამას

loading...
სტატიის რეიტინგი: