Реклама
ბოლოს დამატებული
» » ჩოხით რუსული X Factor-ის სცენაზე - ნოდარ რევიას ქართულმა სიმღერამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

ჩოხით რუსული X Factor-ის სცენაზე - ნოდარ რევიას ქართულმა სიმღერამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა

1-11-2016, 14:22
ავტორი: admin
ნანახია: 780
კომენტარი: 0

ჩოხით რუსული X Factor-ის სცენაზე - ნოდარ რევიას ქართულმა სიმღერამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა
რუსეთში მუსიკალური შოუ Главная сцена-ს (X Factor-ის რუსული ანალოგი) მეორე ტურის დასკვნითი ეტაპი გაიმართა. კონსტანტინე მელაძემ 22 წლის ქართველი მომღერალი ნოდარ რევია 26 წლის ნიკოლაი ტიმოხინს და 32 წლის ვლად ბლაიბერგს დაუპირისპირა. რევია სცენაზე ჩოხით გამოვიდა და ქართულად შეასრულა "მახინჯი ვარ". მის ნამღერს ჟიური აღფრთოვანებით შეხვდა, დარბაზში მყოფებმა კი ცრემლები ვერ შეიკავეს.

"შემეცოდნენ რუსი გოგო-ბიჭები, რომლებიც გამოდიან და სიმღერებს თავიანთ ენაზე არ ასრულებენ. იმიტომ რომ, როდესაც გამოდის ქართველი, მღერის ასე, მაშინვე გასაგებია, როგორ უყვარს მას თავისი სამშობლო, თავისი ენა, კულტურა და ყველაფერი რაც მასთანაა დაკავშირებული. ეს არ აქვთ რუსებს სიმღერის დროს, როგორც ჩანს ჩვენ რაღაც ისტორიული კომპლექსი გვაქვს. გვეშინია ჩვენი ენის, კულტურის, ყოველთვის გვინდა ვიყოთ ისეთები როგორებიც იქ, დასავლეთში არიან. არ არის საჭირო, აი ასეთ ადამიანებს უნდა მივბაძოთ", - ასე შეაფასა პროდიუსერმა და კომპოზიტორმა იგორ მატვიენკომ რევიას გამოსვლა.

სამწუხაროდ, მწვრთნელმა კონსანტინ მელაძემ საბოლოო არჩევანი ნიკოლაი ტიმოხინზე შეაჩერა. ნოდარ რევია ჟიურის წევრებმა ფეხზე წამომდგარებმა, ტაშით გააცილეს.

скачать dle 10.6фильмы бесплатно


თუ მოგეწონა სტატია დააჭირე დაბლა რეკლამას

loading...
სტატიის რეიტინგი: